დასაბამი

FOUNDATION
წელი
2021
ქვეყანა
აშშ.
ჟანრი
ტელეარხი
Apple TV+
სტუდია
Skydance Television, Wild Atlantic Pictures, Latina Pictures



ამერიკელი მწერლის აიზეკ აზიმოვის საკულტო საგის ორიგინალური ტრილოგიის ეკრანიზაცია, რომელშიც მოვლენები გალაქტიკურ იმპერიაში ვითარდება და მთელ ირმის ნახტომს მოიცავს, სადაც ადამიანის რასის წარმომადგენლები ცხოვრობენ. ისინი ერთიანი გალაქტიკური იმპერიის მკაცრი კონტროლის ქვეშ იმყოფებიან. მეცნიერი ჰერი სელდონი არსებული იმპერიის სისტემის სწრაფ და გარდაუვალ კრახს და ათასწლოვანი ეპოქის დაცემას იწინასწარმეტყველებს. მთავარი გმირი მომავალი თაობებისთვის კაცობრიობის ცოდნის შენარჩინებას გადაწყვეტს და ორგანიზაციას სახელწოდებით “დასაბამს” შექმნის, რომელმაც ამ კატასტროფის შემდეგ ახალი იდეალური ცივილიზაცია უნდა აღადგინოს. ჰერი გრანდიოზულ მოგზაურობაში მიდის, რათა ნიჭიერი მეცნიერები და ინჟინრები შეკრიბოს.