დროში მოგზაურის ცოლი

THE TIME TRAVELER'S WIFE
წელი
2022
ქვეყანა
აშშ
ჟანრი
რეჟისორი
სტივენ მოფატი


ამერიკელი მწერლის ოდრი ნიფენიგერის ამავე სახელწოდების რომანზე დაფუძნებული რომანტიკული ფანტასტიკა, ჩიკაგოელი ბიბლიოთეკარის, ჰენრი დეტემბლის და მისი ახალგაზრდა მხატვარი მეუღლის, კლერ ებშირის შესახებ, რომელიც ქაღალდის ქანდაკებებს აკეთებს. კლერი ბედნიერია თავისი ქორწინებით, მაგრამ იძულებულია გაუძლოს მისი მეუღლის ხშირ და ხანგრძლივ არყოფნას. ამის მიზეზი ისაა, რომ ჰენრის გენეტიკური დაავადება აქვს, რაც მის დროში მოლოდნელ გადაადგილებებს იწვევს. როდესაც 20 წლის კლერი 28 წლის ჰენრის ხვდება ნიუბერის ბიბლიოთეკაში 1991 წელს, ჰენრის არასოდეს უნახავს იგი, მიუხედავად იმისა, რომ კლერი მას მთელი ცხოვრების მანძილზე იცნობდა.